logo
ENG



"შეუძლიათ, შაბათი გამოიყენონ სასწავლო დღედ" - სასწავლო წელი პანდემიის პირობებში

02 სექ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
zmjc0i8bvtgxecf.jpg

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, სასწავლო წლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება - სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებითდეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით, ასევე, თერმოსკრინინგის აპარატებით. 

ასევე, მისი განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორი შეამოწმებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლას მიეცემა უფლება, თავისი საჭიროებებიდან, ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან და მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, თავად მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, მათ შორის, თავად განსაზღვრონ სწავლის დაწყების დრო და ცვლები

"სკოლები თვითონ განსაზღვრავენ სასწავლო წლის დაწყების დროს. შეუძლიათ, დაიწყონ 9 საათზე, კლასების და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება. ასევე, განსაზღვრონ დრო იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ გაიაროს თერმოსკრინინგი

ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რასაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში". - ამბობს ეკატერინე დგებუაძე. მისივე თქმით, სკოლებს შეუძლიათ, შაბათი გამოიყენონ სასწავლო დღედ. ​

ახალ სასწავლო წელს პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის, მოსწავლეების გარდა. სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

რეგულაციები და რეკომენდაციები შემდეგია. 

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

close დახურვა